ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერება“ სარედაქციო პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებები
ა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ გამოიცემა წელიწადში ერთხელ;
ბ. ჟურნალი მოიცავს სოციალური, ჰუმანიტარული, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და სხვა;
გ. ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაეცნონ, ჩამოტვირთონ, გადაიღონ ასლი, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოიძიონ ან ნაშრომების ტექსტზე მითითება გააკეთონ ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე, სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული Creative Commons ლიცენზიის პირობების შესაბამისად (იხ. საავტორო უფლებების საკითხი).
2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების ტიპები
ა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ შეიძლება განთავსდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:
✓ აკადემიური ნაშრომი/სამეცნიერო სტატია;
3. ჟურნალისათვის ნაშრომების სტატიების შერჩევის წესი
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება: სარედაქციო კოლეგიის ან რედაქტორისათვის ნაშრომის პირდაპირ მიწოდებით.
4. ნაშრომის შესარჩევად პირდაპირ მიწოდების წესი
ა. ავტორმა უნდა მიაწოდოს რედაქციას ნაშრომი ელ.ფოსტის საშუალებით defenseandscience@eta.edu.ge. ნაშრომს უნდა ახლდეს: სათაური, ავტორის /ავტორების სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი, აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები, რომლებიც უზრუნველყოფს სტატიების კლასიფიცირებას თემების მიხედვით;
ბ. ავტორმა უნდა მიაწოდოს რედაქციას ავტორის ღია იდენტიფიკატორი: Orcid-16 ციფრიანი უნიკალური კოდი
გ. რედაქტორის მიერ შერჩეული ნაშრომების ავტორებს ელ.ფოსტის საშუალებით defenseandscience@eta.edu.ge გადაეგზავნებათ დასტური, რის შემდეგ ავტორი/ავტორები ვალდებულნი არიან ნაშრომი წარმოადგინონ ელ. ფოსტის საშუალებით, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადამდე;
დ. ავტორმა უნდა უზრუნველყოს რედაქციისათვის დასრულებული, ტექნიკური და ენობრივი თვალსაზრისით გამართული ტექსტის მიწოდება;
ე. სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომის გამოქვეყნების საკითხს, რომელიც ჟურნალის მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.
5. ნაშრომის შერჩევის წესი
ა. პლაგიატის არ არსებობის შემთხვევაში, ნაშრომების შერჩევას ახდენს რედაქტორი და წარუდგენს რეცენზენტებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ. ნაშრომი შეირჩევა სარედაქციო კოლეგიის მიერ ფარული რეცენზიის წესით.
6. ნაშრომების გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა
ა. შერჩეული ნაშრომების ავტორებს კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით defenseandscience@eta.edu.ge.
7. სტატიის შინაარსობრივი სტანდარტები
ა. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებული საკითხის გავრცობას ან ახალი საკითხის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
ბ. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლია სრულად უნდა იყოს დაცული.
8. სტატიების გამოქვეყნების ღირებულება
ჟურნალში “თავდაცვა და მეცნიერება“ სტატიების ავტორებს გამოქვეყნებისათვის არ მოეთხოვებათ რაიმე სახის გადასახადი.