საგამომცემლო ეთიკა

საგამომცემლო საქმეში ჩართული ყველა სუბიექტისათვის აუცილებელია ეთიკურ ნორმებზე შეთანხმება. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“  აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს. საგამომცემლო ეთიკის კოდექსი სრულად იზიარებს გამოცემების ეთიკის კომიტეტის (COPE - Committee on Publication Ethics) საგამომცემლო პრინციპებსა და პრაქტიკას, რომელიც ეფუძნება საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის საუკეთესო პრაქტიკულ პრინციპებს. https://publicationethics.org/).

ჟურნალში შემოსული სტატიები უნდა იყოს ორიგინალური და გამოუქვეყნებელი, არ უნდა იყოს ერთდროულად შეფასების პროცესში ან რაიმე სხვა პუბლიკაციასთან სარედაქციო ვალდებულებებით.

ზოგადი

  1. აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერება გამომცემლის, სარედაქციო კოლეგიის, მთავარი რედაქტორის, რეცენზენტისა და ავტორის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს.
  2. საგამომცემლო ეთიკის კოდექსის მიზანია, ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჟურნალმა „თავდაცვა და მეცნიერება საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ.
  3. კოდექსი შექმნილია სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.
  4. აღნიშნული კოდექსი ვითარდება და იხვეწება თანამედროვეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე; მიმდინარეობს ეთიკური თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და განხორციელება.

 

მთავაი რდაქტორდა სარედაქციო კოლეგია - იღებენ გადაწყვეტილებას ჟურნალში გამოსაქვეყნებელ სტატიებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მათ ეხმარებიან მეცნიერი რეცენზენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ყველა პირობა, რათა მოხდეს სტატიის რეცენზირების პროცესი ობიექტურად, კარგად ჩამოყალიბებული პროტოკოლის მიხედვით, ყველა მოქმედი სამეცნიერო რეგლამენტისა და პრინციპების დაცვით.

მთავარი რდაქტორი და სარედაქციო კოლეგია ერთად უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ყველა გამოქვეყნებული მასალა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ეთიკურ მითითებებს.

 

მთავარი რედაქტორის და სარედაქციო კოლეგიის მოვალეობები

კეთილსინდისიერება

მთავარმა რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიამ თავისი საქმიანობა უნდა შეასრულოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად, რაც წარმოშობს მომხმარებლის ნდობას და წარმოადგენს ჟურნალის მთავარ ღირებულებას;

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები მიუღებლად მიიჩნევენ აკადემიური კეთილსინდისიერების ნებისმიერ დარღვევას და უარს აცხადებენ ამგვარი დარღვევების ნიშნების არსებობას ნებისმიერ ნაშრომში.

სამართლიანობა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია გამოქვეყნების საკითხს წყვეტს ნაშრომის სამეცნიერო და ინტელექტუალური ღირებულების გათვალისწინებით და არა ავტორის თანამდებობის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით;

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია  უზრუნველყოფს წარდგენილი სტატიების სამართლიანად გამოქვეყნებას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია წარდგენილ ხელნაწერებთან, კონფიდენციალურად ინახება გამოქვეყნებამდე.

კონფიდენციალურობა

მთავარმა რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიამ უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა სტატიასა და იმ კომუნიკაციაზე, რაც მასსა და ავტორს შორის მიმდინარეობს. შესაძლებელია მხოლოდ გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროება;

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია ვალდებულნი არიან წარმოდგენილი ნაშრომის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არ მიაწოდონ სხვა, გარეშე პირებს. სტატის ავტორ(ებ)ს ეცნობება მხოლოდ რეცენზენტ(ებ)ის დასკვნა და საჭიროების შემთხვევაში შენიშვნები გასასწორებლად. რეცენზენტ(ებ)ის ვინაობა რჩება კონფიდენციალურად.

ავტორების ტელეფონები და ელექტრონული ფოსტის მისამართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ჟურნალის მიზნებისათვის და არა სხვა მიზნებით, ან სხვა მხარის მიერ;

ინტერესთა კონფლიქტი

განსახილველად წარმოდგენილი გამოუქვეყნებელი მასალები არ უნდა იქნეს გამოყენებული გამომცემლის საკუთარ კვლევაში, ავტორ(ებ)ის წერილობითი თანხმობის გარეშე.

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია აფასებს წარმოდგენილ ხელნაწერებს მათი სამეცნიერო შინაარსის მიხედვით, ავტორების ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, მოქალაქეობის, რელიგიური მრწამსის ან პოლიტიკური ფილოსოფიის გარეშე.

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები იღებენ ვალდებულებას, არ გამოიყენონ ავტორის იდეები და კვლევის შედეგები პირადი სარგებლობისთვის.

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია თავს იკავებენ ხელნაწერების განხილვისგან, რომლებშიც მათ აქვთ ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია კონკურენტული, თანამშრომლობითი ან სხვა ურთიერთობებით/კავშირებით რომელიმე ავტორთან, კომპანიებთან ან დაწესებულებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ნაშრომებთან; ამის ნაცვლად, ისინი სთხოვენ სარედაქციო კოლეგიის სხვა წევრს ხელნაწერის დამუშავებას.

საგამომცემლო გადაწყვეტილებები

ჟურნალის მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან ერთდ პასუხისმგებელია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება წარმოდგენილი სტატიების გამოქვეყნების შესახებ. მთავარმა რედაქტორმა უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებით და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, რომ არ ქონდეს ადგილი ცილისწამებას, საავტორო უფლებების დარღვევას და პლაგიატობის ბრალდებებს.

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია უზრუნველყოფს, რომ ყველა წარდგენილი ხელნაწერი, რომელიც განიხილება გამოსაცემად, გაივლის რეცენზირებას მინიმუმ ორი რეცენზენტის მიერ, რომლებიც ამ დარგის ექსპერტები არიან.

მთავრაი რედაქტორი ავტორს უგზავნის რეცენზენტის კომენტარებს და შენიშვნებს, რეცენზენტის ვინაობის გამჟღავნების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან კონსულტაციის შემდგომ წარმოადგენს ჩამოყალიბებულ და არგუმენტირებულ მტკიცებულებებს ნაშრომის შინაარსთან და მის სამეცნიერო ღირებულებებთან დაკავშირებით;

სტატიაში სერიოზული შეცდომების აღმოჩენის შემთხვევას მოჰყვება დაუყოვნებელი რეაგირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტატიის სრული გაუქმება.

იმ შემთხვევაში, თუ რედაქტორს ან სარედაქციო კოლეგიის წევრებს ეჭვი ეპარებათ ჟურნალში წარდგენილი ხელნაწერის ავთენტურობაში ან ეთიკურ სისწორეში, მისი გამოქვეყნება უნდა გადაიდოს ასეთი ეჭვების აღმოფხვრამდე.

მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან შეთანხმებით დაუყოვნებლივ უპასუხებს გამოქვეყნების პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული მხარის (მათ შორის ავტორებს და რეცენზენტებს) შეცდომებს ან არასწორ ქმედებებს. ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო შეცდომები გამოქვეყნების ეთიკის სერიოზულ დარღვევამდე. ასეთ სიტუაციებთან გამკლავებისას მიმართავს პუბლიკაციების ეთიკის კომიტეტის (COPE) მიერ გამოქვეყნებულ მითითებებს.

სარედაქციო კოლეგიის წევრების მიერ დაწერილმა კვლევით ნაშრომებმა უნდა გაიაროს დამოუკიდებელი რეცენზირების სტანდარტული პროცედურა. სარედაქციო კოლეგიის წევრები არ მონაწილეობენ საკუთარი ხელნაწერების შეფასებაში.

სარედაქციო კოლეგია იცავს რეცენზენტების ანონიმურობას.

 

რეცენზენტის მოვალეობები

  1. რეცენზენტები ეხმარებიან მთავარ რედაქტორს პუბლიკაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში და ავტორთან საგამომცემლო ფორმატში მისაღები კომუნიკაციის მეშვეობით (ზემო აღნიშნული კონფიდენციალურობის დაცვით), შეიძლება დაეხმარონ ავტორსაც ხელნაწერის გაუმჯობესებაში.
  2. რეცენზენტი სტატიის შეფასებისას მკაფიოდ ასაბუთებს თავის პოზიციას და დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისაგან ან ზეწოლისაგან. იგი აფასებს ყველა მნიშვნელოვან დეტალს და არ ექცევა საკუთარი ან სხვა პირების ინტერესთა გავლენის ქვეშ;
  3. შეფასება უნდა ემყარებოდეს ობიექტურობის პრინციპს, დაუშვებელია ავტორის მიმართ პერსონალური კრიტიკა. პოზიცია ნაშრომთან დაკავშირებით გამოხატული უნდა იქნეს მხოლოდ არგუმენტების საფუძველზე;
  4. რეცენზია უნდა ჰგავდეს შემოქმედებით დიალოგს ავტორთან, სადაც ორივე მხარე თანასწორუფლებიანია;
  5. რეცენზიაში გადმოცემული საკითხი შესაძლებელია საკამათოც იყოს, თუმცა ეს არ ართმევს რეცენზენტს უფლებას, გადმოსცეს თავისი აზრი, რომელიც განმტკიცებული უნდა იყოს სათანადო არგუმენტებით და უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი ტექსტის ძირითად და არსებით ეპიზოდებსა და საკვანძო მომენტებს;
  6. რეცენზენტს მოეთხოვება დაიცვას ეთიკის ნორმები და უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაშიც კი, კეთილგანწყობა შეინარჩუნოს;
  7. ნაშრომის შეფასების დროს რეცენზენტმა არ უნდა გაომიყენოს სიტყვები: არაჩვეულებრივია, უნიკალურია, განსაკუთრებულია, საშინელებაა, უაზროა, აღმაშფოთებელია და ა. შ.;
  8. რეცენზენტმა თავი უნდა აარიდოს საკუთრი პერსონის დემონსტრირებას და ორიენტირებული უნდა იყოს განსახილველი ტექსტის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩვენებაზე;
  9. რეცენზენტმა სტატიის შეფასებისას მიღებული ინფორმაციის გამოყენებისას უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა, არ უნდა გამოიყენოს გამოუქვეყნებელი სტატიიდან მიღებული ინფორმაცია რაიმე ფორმით, პირადი მიზნებისათვის, ან იმგვარად, რაც წინააღმდეგობაში იქნება ავტორის ინტერესებთან ან ზარალს მიაყენებს ჟურნალის მიზნებსა და ამოცანებს;
  10. რეცენზენტი არ გადასცემს სტატიას სხვა შემფასებლებს მთავარი რედაქტორის ნებართვის გარეშე;
  11. რეცენზენტის ვინაობა იფარება იმ შემთხვევაშიც, როცა რეცენზია არის უარყოფითი ან სარეკომენდაციო ხასიათის;
  12. რეცენზენტმა უნდა აღნიშნოს ყველა მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ავტორს არა აქვს გამოყენებული. მან ასევე უნდა აწარმოოს დაკვირვება გამოყენებულ ციტირებაზე, რომელიც ავტორს არა აქვს სათანადოდ ციტირებული; ყურადღება უნდა მიაქციოს, არსებობს თუ არა რაიმე არსებითი გადაკვეთა მსგავს საკითხზე გამოქვეყნებულ სხვა მეცნიერთა ნაშრომებში.
  13. რეცენზენტი უარს ამბობს რეცენზიის გაკეთებაზე, თუ:
  • მისთვის მისახვედრია ავტორის ვინაობა ტექსტში გამოყენებული ცნობილი ფრაზებითა და იდეებით;
  • გამოგზავნილი ნაშრომი ძალიან უახლოვდება რეცენზენტის კვლევის თემას, რაც შეფასების მომენტში მის სუბიექტურობას განაპირობებს;
  • არსებობს ინტერესთა კონფლიქტის სხვა რაიმე გარემოება (მიუთითებს რომელი).
  1. შეფასების პროცესში თუ რეცენზენტი აღმოაჩენს რაიმე შეუსაბამობას, როგორიცაა: პლაგიატი, მონაცემთა გაყალბება, ორმაგი გამოქვეყნება და ა.შ., იგი ამის შესახებ აცნობებს მთავარ რედაქტორს;
  2. თუ რეცენზენტი ვერ ახერხებს ნაშრომის რეცენზირებას რედაქციის მიერ შეთავაზებულ ვადაში ან კვლევის საგანი აღემატება მის კომპეტენციას და თავს თვლის არაკვალიფიციურად, მან ამის შესახებ უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს.

 

 

 

 

ავტორის მოვალეობები

  1. ავტორებს მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;
  2. ავტორმა უნდა დაარწმუნოს სარედაქციო კოლეგია, რომ მისი ნაშრომი არის ორიგინალური კვლევის შედეგი.
  3. სხვა ავტორების იდეებისა და ციტატების გამოყენების შემთხვევაში, ნაშრომი უნდა იყოს შედგენილი „თავდაცვა და მეცნიერება“ სავალდებულო ციტირების სტილის შესაბამისად.
  4. ავტორმა არ უნდა გადასცეს უკვე გამოქვეყნებული ნაშრომი სხვა ჟურნალს, ან სხვა გამოცემაში გამოქვეყნებული ნაშრომი არ უნდა გამოუგზავნოს „თავდაცვა და მეცნიერება“ რედაქციას.
  5. პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინება ითვლება არაეთიკურ და არაკეთილსინდისიერ ქცევად, რომელიც ლახავს პიროვნების ღირსებას და ეწინააღმდეგება სამეცნიერო საზოგადოებაში დამკვიდრებული აკადემიური საქმიანობის პრინციპებს.
  6. გამოქვეყნებამდე აღმოჩენილი პლაგიატის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და რედაქცია მოსთხოვს განმარტების წარმოდგენას 5 დღის ვადაში.
  7. მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან შეთანხმებით უფლებამოსილია, ავტორის განმარტების შემდგომ, განუსაზღვროს მას გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.
  8. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ან ავტორის განმარტება ვერ აბათილებს პლაგიატის არსებობას, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.
  9. ასეთ შემთხვევაში, მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია იტოვებს ამ ავტორის მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ გამოქვეყნებაზე საბოლოოდ უარის თქმის უფლებას, ან აუკრძალავს მას გამოქვეყნებას 3 წლამდე ვადით, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
  10. შედარებითი მსუბუქი პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება იყოს მკვლევარის გამოუცდელობა ან განმარტება გულწრფელ შეცდომაზე, ასევე თვითპლაგიატი და დაუდევრობითი პლაგიატი.
  11. ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით ეცნობება პლაგიატის ავტორს.
  12. ავტორს შეუძლია მის მიმართ გატარებული ღონისძიებების შესახებ მოითხოვოს დასაბუთებული წერილობითი პასუხი მთავარ რედაქტორისგან.

 

 

გამომცემლის მოვალეობები

  1. ეროვნული თავდაცვის აკადემია უზრუნველყოფს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერება“ ეთიკის ნორმების შესრულებას აღნიშნული კოდექსის მიხედვით. ჟურნალმა უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა რედაქტირების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ავტორსა და სარედაქციო კოლეგიის წევრს/წევრებს ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ავტორს ან/და კოლეგიის წევრს უფლება აქვს, განაცხადოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
  2. გამომცემელმა უნდა დაარწმუნოს ავტორი/მკითხველი, რომ ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე არ ხდება რაიმე გარე ფაქტორების ჩარევა.
  3. გამომცემელი უზრუნველყოფს კომუნიკაციას ჟურნალსა და ავტორს შორის.
  4. გამომცემელი ახდენს მორიგების საუკეთესო შეთავაზებას საჩივრის შემთხვევაში.
  5. გამომცემელი ხელს უწყობს და ავითარებს ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერება“ საუკეთესო პრაქტიკას და ორიენტირებულია უზუსტობების გამოსწორებაზე და სიახლეების დანერგვაზე.

 

 

სხვა დებულებები

  1. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის შესახებ (ნაშრომის ავტორი, სათაური, დარღვევის ტიპი, დასაბუთება).
  2. მთავარი რედაქტორი ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში სარედაქციო კოლეგიასთან ერთად და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ეცნობება ავტორს/ავტორებს და ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი განმარტებები.
  3. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა სავარაუდო ან დამტკიცებული მეცნიერული გადაცდომა, ან პლაგიატი, ავტორის/ავტორების განმარტებების შესწავლის შემდგომ, თუ მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული ნაშრომი ეწინააღმდეგება ჟურნალის წესებს, მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია კოლეგიალური წესით იღებენ გადაწყვეტილებას. უფრო სერიოზულ შემთხვევებში, შესაძლებელია მოახდინოს შესაბამისი ნომრიდან აღნიშნული სტატიის მთლიანად ამოღება.

თვითარქივირება

ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ უფლებას აძლევს ავტორებს გამოაქვეყნონ თავიანთი ნამუშევრები საცავებში ან მის ვებსაიტზე იმ ნომრის პრეზენტაციის შემდეგ, რომელშიც გამოქვეყნდა მათი ნაშრომი, რათა მოხდეს მისი ფართო გავრცელება.

დაარქივება

რედაქტორი უზრუნველყოფს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკის     მიერ ჟურნალის შინაარსზე წვდომის ციფრულ შენახვას.  

 

სტატიების დამუშავების საფასური

ჟურნალის ყველა ხარჯს ფარავს სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.