რეცენზირების წესი

ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ სტატიის გამოსაქვეყნებლად სავალდებულოა ორი ან მეტი პირის ფარული რეცენზია.[1]

ყველა გამოგზავნილი ნაშრომი მოწმდება  ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ (შემდგომში ჟურნალი) სტატიების შესრულების,  გაფორმების და წარდგენის სტანდარტის მიხედვით. მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია  შერჩეულ ნაშრომებს უგზავნის  რეცენზენტებს.

სტატიების რეცენზირების პროცესის უზრუნველყოფას ახორციელებენ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით: სარედაქციო კოლეგიის წევრები, ასევე მოწვეული რეცენზენტები - წამყვანი ექსპერტები. რეცენზენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს აფილირებული იმავე აკადემიურ ინსტიტუციასთან, რომელთანაც აფილირებულია ნაშრომის ავტორი.

მოწვეული რეცენზენტები არიან, როგორც ადგილობრივი ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები სრულ თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.

ჟურნალი იყენებს ორმაგი ფარული რეცენზიის პროცესს. ნაშრომის ავტორის ვინაობა არ არის ცნობილი რეცენზენტისათვის. ხოლო, ნაშრომის ავტორისთვის არ არის ცნობილი რეცენზენტის/რეცენზენტების ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ არის ინტერესთა კონფლიქტი ავტორსა და რეცენზენტს/რეცენზენტებს შორის (მაგალითად რეცენზენტი არის ავტორი ან თანაავტორი), ნაშრომი იგზავნება სხვა რეცენზენტთან რეცენზირებისათვის. რეცენზენტები უზრუნველყოფენ ნაშრომის ფარულ რეცენზირებას.

რეცენზირების ვადას შეადგენს 25 დღე. ნაშრომის განხილვის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რეცენზენტის მოთხოვნით.

იმ შემთხვევაში, თუ სტატია მიიღებს ორ დადებით რეცენზიას, ის დაუბრუნდება მთავარ რედაქტორს.  მთავარი რედაქტორი უშუამდგომლებს სარედაქციო კოლეგიასთან: უარყოფის, მცირე ან ძირითადი შესწორებების ან დაბეჭდვის თაობაზე.

 სტატიის შეფასების კრიტერიუმები:

  • სტატიის სტრუქტურა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია);
  • სტატიის სიახლე და კონტრიბუცია შესაბამის სფეროში (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/გასაუმჯობესებელია);
  • მეთოდოლოგიური გამართულობა და მოსაზრებების არგუმენტირებულობა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია);
  • კვლევის თეორიული და პრაქტიკული შედეგები (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/გასაუმჯობესებელია);
  • ციტირების წესების დაცვა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია).

 

რეცენზენტების მიერ შესაძლებელია გაიცეს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაცია:

  1. ნაშრომი შესაძლებელია გამოქვეყნდეს ჟურალში არაარსებითი ტექნიკურ-შინაარსობრივი რედაქტირების შემდეგ;
  2. ნაშრომი მოითხოვს არსებით რედაქტირებას გამოქვეყნებამდე;
  3. სტატიას დამატებითი განხილვა ჭირდება სხვა სპეციალისტის მიერ;
  4. ნაშრომი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.

 

რეცენზენტის მიერ გაცემული ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაცია საჭიროებს შესაბამისი მითითებებისა და განმარტებების დართვას შეფასებულ ნაშრომზე. თუ განმარტებები შეიცავს რეკომენდაციებს სტატიის შესწორების და დასრულებისთვის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი უგზავნის ავტორს მითითებების ტექსტს ელფოსტის საშუალებით. ავტორს შეუძლია გაითვალისწინოს რეკომენდაციები სტატიის ახალი ვერსიის მომზადებისას ნაწილობრივ ან სრულიად მისი დასაბუთებით. სტატიის გადახედვას არ უნდა დასჭირდეს ერთ თვეზე მეტი ავტორებისთვის, ელექტრონული წერილის გაგზავნის დღიდან. ავტორის მიერ გადამუშავებული სტატია ხელახლა გადაეცემა რეცენზენტს.

 

თუ ავტორი უარს ამბობს მასალის გადამუშავებაზე, მან უნდა აცნობოს რედაქტორს ელფოსტის საშუალებით სტატიის გამოქვეყნებაზე უარის თქმის შესახებ. თუ ავტორები არ დააბრუნებენ შესწორებულ ვერსიას მითითებების გაგზავნის დღიდან მაქსიმუმ ერთი თვის შემდეგ, ასევე ავტორის მხრიდან სტატიის გადახედვაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან შეთანხმებით არ განიხილავენ ნაშრომს. ასეთ შემთხვევაში ავტორს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება გადასინჯვისთვის, ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

თუ ავტორი და რეცენზენტი ვერ შეთანხმდებიან მითითებებთან დაკავშირებით, მთავარ რედაქტორს უფლება აქვს ნაშრომი გადასცეს მესამე რეცენზენტს განხილვისთვის.

კონფლიქტურ სიტუაციებში გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია. გადაწყვეტილება ნაშრომის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღება სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე რეცენზენტების რეკომენდაციების საფუძველზე. სტატია, რომელიც არ არის რეკომენდირებული გამოსაქვეყნებლად სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ მიიღება ხელახლა განსახილველად. ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ავტორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, რეცენზენტთან  ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ეგზავნება რეცენზენტების დასკვნა.

მთავარი რედაქტორის მიერ ფასდება ნაშრომში ავტორის მიერ რეცენზენტების რეკომენდაციის გათვალისწინების ხარისხი და სარედაქციო კოლეგიასთან შუამდგომლობს ნაშრომის ჟურნალში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მთავარი რედაქტორი ელფოსტით ატყობინებს ავტორს ნაშრომის გამოცემის შესახებ, ვადის მითითებით.

[1] ლიტერატურული ან მეცნიერული ნაშრომის, ფილმის, წარმოდგენისა და მისთ. განხილვა, შეფასება.