ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
ჟურნალ „თავდაცვა და მეცნიერებაში“ სტატიის გამოსაქვეყნებლად სავალდებულოა ორი ან მეტი პირის ფარული რეცენზია. [1]
ყველა გამოგზავნილი ნაშრომი მოწმდება სამეცნიერო ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ (შემდგომში ჟურნალი) სტატიების შესრულების, გაფორმების და წარდგენის სტანდარტის მიხედვით და შერჩეული ნაშრომები ეგზავნებათ რეცენზენტებს.
სტატიების რეცენზირებას ახორციელებენ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით: სარედაქციო კოლეგიის წევრები, ასევე მოწვეული რეცენზენტები - წამყვანი ექსპერტები. რეცენზენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს აფილირებული იმავე აკადემიურ ინსტიტუციასთან, რომელთანაც აფილირებულია ნაშრომის ავტორი.
მოწვეული რეცენზენტები არიან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები სრულ თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან.
ყველა რეცენზენტი არის აღიარებული ექსპერტი სარეცენზიო ნაშრომების სფეროებში და გამოქვეყნებული აქვთ ამ თემებზე სტატიები.
ჟურნალი იყენებს ორმაგი ფარული რეცენზიის პროცესს. ნაშრომის ავტორის ვინაობა არ არის ცნობილი რეცენზენტისათვის. ხოლო, ნაშრომის ავტორისთვის არ არის ცნობილი რეცენზენტის/რეცენზენტების ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ არის ინტერესთა კონფლიქტი ავტორსა და რეცენზენტს/რეცენზენტებს შორის (მაგალითად რეცენზენტი არის ავტორი ან თანაავტორი), ნაშრომი იგზავნება სხვა გარეშე ექსპერტთან რეცენზირებისათვის. ექსპერტები უზრუნველყოფენ ნაშრომის ფარულ (blind) რეცენზირებას.
რეცენზენტს თითოეული სტატიისთვის ირჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრებთან კონსულტაციის გზით.
რეცენზირების ვადას შეადგენს 25 დღე. ნაშრომის განხილვის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რეცენზენტის მოთხოვნით.
იმ შემთხვევაში, თუ სტატია მიიღებს ორ დადებით რეცენზიას, ის დაუბრუნდება მთავარ რედაქტორს. მთავარი რედაქტორი გააკეთებს რეკომენდაციას: უარყოფის, მცირე ან ძირითადი შესწორებების ან დაბეჭდვის თაობაზე.
სტატიის შეფასების კრიტერიუმები:
რეცენზენტების მიერ შესაძლებელია გაიცეს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაცია:
რეცენზენტის მიერ გაცემული ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაცია საჭიროებს შესაბამისი მითითებებისა და განმარტებების დართვას შეფასებულ ნაშრომზე. თუ განმარტებები შეიცავს რეკომენდაციებს სტატიის შესწორების და დასრულებისთვის, ჟურნალის რედაქტორი უგზავნის ავტორს მითითებების ტექსტს ელფოსტის საშუალებით. ავტორს შეუძლია გაითვალისწინოს რეკომენდაციები სტატიის ახალი ვერსიის მომზადებისას ან უარყოს ისინი დასაბუთებით (ნაწილობრივ ან მთლიანად). სტატიის გადახედვას არ უნდა დასჭირდეს ერთ თვეზე მეტი ავტორებისთვის, ელექტრონული წერილის გაგზავნის დღიდან. ავტორის მიერ გადამუშავებული სტატია ხელახლა გადაეცემა რეცენზენტს.
თუ ავტორი უარს ამბობს მასალის გადამუშავებაზე, მან უნდა აცნობოს რედაქტორს ელფოსტის საშუალებით სტატიის გამოქვეყნებაზე უარის თქმის შესახებ. თუ ავტორები არ დააბრუნებენ შესწორებულ ვერსიას მითითებების გაგზავნის დღიდან ერთი თვის შემდეგ, თუნდაც ავტორის მხრიდან სტატიის გადახედვაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მთავარი რედაქტორი ამოიღებს მას ბაზიდან. ასეთ შემთხვევაში ავტორს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება ბაზიდან ნაშრომის ამოღების შესახებ გადასინჯვისთვის ვადის გასვლის გამო.
თუ ავტორი და რეცენზენტი ვერ შეთანხმდებიან მითითებებთან დაკავშირებით, მთავარ რედაქტორს უფლება აქვს ნაშრომი გადასცეს მესამე რეცენზენტს განხილვისთვის.
კონფლიქტურ სიტუაციებში გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია. გადაწყვეტილება ნაშრომის გამოცემის უარის თქმის შესახებ მიიღება სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე რეცენზენტების რეკომენდაციების საფუძველზე. სტატია, რომელიც არ არის რეკომენდირებული გამოსაქვეყნებლად სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ მიიღება ხელახლა განსახილველად. ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ავტორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, რეცენზენტთან ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ეგზავნება რეცენზენტების დასკვნა.
რედაქტორი აკეთებს საბოლოო დასკვნას ავტორის მიერ წარდგენილ ნაშრომზე, ყველა შესწორების გათვალისწინებით და სარედაქციო კოლეგიასთან შუამდგომლობს ნაშრომის გამოქვეყნებას ჟურნალში. მთავარი რედაქტორი ელფოსტით ატყობინებს ავტორს ნაშრომის გამოცემის შესახებ ვადის მითითებით.
[1] ლიტერატურული ან მეცნიერული ნაშრომის, ფილმის, წარმოდგენისა და მისთ. განხილვა, შეფასება.