ნაშრომში წყაროს მითითების სტანდარტი

1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნებისმიერ ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყაროები;

2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომში დასაშვებია მხოლოდ ერთი ტიპის წყაროების მითითების სტანდარტის გამოყენება, აკრძალულია სხვადასხვა ციტირების სტანდარტის ერთ ნაშრომში აღრევა;

3. წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერილი, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტებისათვის;

4. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომებისათვის ციტირების წყაროს მითითების სტანდარტები ძირითადად განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემით. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპეციალური გამოცემისას შესაძლებელია ციტირების წყაროს მითითების სხვა სტანდარტის გამოყენება;

5. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ქართულ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომების წყაროს მითითების წესები განისაზღვრება შემდეგი წესით (ამ პუნქტში მოცემული წესები ძირითადად განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემის მიხედვით და მხოლოდ ავტორთა დახმარებას ისახავს მიზნად, მაგალითები მოცემულია განმარტებისათვის, წყაროების ტიპები არ არის ამომწურავი):