სტატიის გაგზავნა

 

მოგესალმებით ძვირფასო ავტორებო,

სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ იწყებს  სტატიების მიღებას 2025 წლის ნოემბრამდე.

ჟურნალში სტატიის დასაბეჭდად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ელექტრო­ნუ­ლად https://forms.gle/Bi32gqLrhLMsbj3g7, სტატიაში დაცული უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყაროს დამოწმების სტილი და სტატიის წარმოდგენის წესი. სარედაქციო კო­ლეგია განიხილავს ნაშრომს, რომელიც გაფორმებულია „სამეცნიერო ჟურნალში სტა­ტიების შესრულების,  გაფორმების და წარმოდგენის წესის“ შესაბამისად.

წარდგენის ინსტრუქციებისა და ციტირების სტილის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ჟურნალის გვერდს. https://defenseandscience.eta.edu.ge/index.php/ds/11

გამოსაქვეყნებლად, სტატია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე:  defenseandscience@eta.edu.ge. სტატია უნდა იყოს Word ფორმატში, სტატიები უნდა იყოს  ინგლისურ ენაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ,  გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  defenseandscience@eta.edu.ge.

 

სტატიაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

- სტატიის სათაური, სახელწოდება უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

- ინფორმაცია ავტორი/ავტორების შესახებ - ელექტრონული ფოსტის მისამართი, გვარი, სახელი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა, სამუშაო/სწავლის ადგილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

- ანოტაცია თემის აქტუალურობისა და სიახლის, ძირითადი შინაარსობრივი ასპექტების შესახებ, რეზიუმე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქართულ/ინგლისურ ენებზე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინგლისურ ენაზე;

- სტატიის შინაარსის შესახებ საკვანძო სიტყვები უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ქართულ/ინგლისურ ენებზე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინგლისურ ენაზე (5-10 სიტყვა ან ფრაზა);

- ბიბლიოგრაფიული სია.

ყველა წარდგენილი სტატია შეფასდება ორმაგი ანონიმიზაციის პროცესის გა­მოყე­ნებით. ავტორებს ეცნობებათ მიღების ან უარყოფის შესახებ გამოგზავნიდან 5 დღის ვა­დაში.

პუბლიკაციის  ნებართვა  აქვთ  მხოლოდ   დოქტორის    ხარისხის   მქონე  ავტორებს და დოქტორანტურის სტუდენტებს. მაგისტრატურის პროგრამა მხოლოდ  თანაავტორებთან  ერთად არის შესაძლებელი. 

 

მასალის გაგზავნის მომზადების საკონტროლო სია

გაგზავნის პროცესის ერთ-ერთი ეტაპი არის ავტორის მხრიდან მასალის შესაბამისობის შემოწმება ყველა შემდეგ პუნქტთან, მასალები შეიძლება უკან დაუბრუნდეს ავტორს, თუ ისინი არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს.

  • სტატია ადრე არ გამოქვეყნებულა და არც სხვა ჟურნალშია წარდგენილი განსახილველად (არც განმარტებაა წარმოდგენილი რედაქტორის კომენტარებში).
  • წარდგენის ფაილი არის OpenOffice–ის, Microsoft Word–ის ან RTF დოკუმენტის ფაილის ფორმატში.
  • სადაც ეს შესაძლებელია, მოცემულია მითითებების URL–ბი.
  • ტექსტი იყენებს ერთ სტრიქონთშორის ინტერვალს; 12-პუნქტიან შრიფტს; ხაზგასმის ნაცვლად კურსივს (URL მისამართების გარდა); და ყველა ილუსტრაცია, გამოსახულება და ცხრილი განთავსებულია ტექსტის შესაბამის ადგილებში და არა ტექსტის ბოლოში.
  • ტექსტი იცავს ავტორის სახელმძღვანელო პრინციპებში ასახულ სტილისტურ და ბიბლიოგრაფიულ მოთხოვნებს.

 

კონფიდენციალურობის განცხადება

ამ ჟურნალის საიტზე შეყვანილი გვარები და ელ.ფოსტის მისამართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჟურნალის მითითებული მიზნებისთვის და იგი არ იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა მიზნებისათვის ან ნებისმიერი სხვა მხარისათვის.

სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება უფასოა. ტექსტის განხილვასთან და მის რე­დაქ­ტი­რებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება სსიპ-დავით აღმაშე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას.