გამოქვეყნების პროცედურა

ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ სტატიის გამოსაქვეყნებლად სავალდებულოა ორი პირის ფარული რეცენზია. რეცენზენტს თითოეული სტატიისთვის ირჩევს მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის წევრებთან კონსულტაციის გზით. რეცენზენტები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტებში (როგორც საქართველოს, ისე  სხვა ქვეყნის უნივერსიტეტები) მოღვაწე მეცნიერები და მკვლევარები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები თანხვედრაშია სტატიის შინაარსთან. გამოქვეყნების პროცედურა შედგება 10 ეტაპისაგან და სტატიის მიღებიდან სრულად მოიცავს არაუმეტეს 90 დღეს.

 

ეტაპი

აქტივობა

ვადა/თარიღი

1

სტატია მიიღება ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე defenseandscience@eta.edu.ge

1 მაისიდან არაუგვიანეს 31 სექტემბრამდე

2

ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობის დადგენა. შეუსაბამობის შემთხვევაში ნაშრომი ეგზავნება ავტორს გამოსასწორებლად

4 დღე

3

ავტორის მიერ ტექნიკური პარამეტრების შეუსაბამობის გასწორების დრო

4 დღე

4

პლაგიატის შემოწმება პროგრამის მეშვეობით. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი  ავტორს ეგზავნება ხარვეზის აღმოსაფხვრელად

5 დღე

5

ავტორის მიერ პლაგიატის ხარვეზის დამუშავების დრო

10 დღე

6

თემატიკის მიხედვით რეცენზენტის შერჩევა და ნაშრომის გადაგზავნა

4 დღე

7

რეცენზენტების მიერ დასკვნების მომზადება

25 დღე

8

რეცენზენტების დასკვნების განხილვა. რეცენზენტის მიერ დახარვეზებული ნაშრომი ეგზავნება ავტორს გამოსასწორებლად

5 დღე

9

საჭიროების შემთხვევაში, ავტორებისათვის სტატიის შემდგომი დამუშავების დრო

30 დღე

10

საჭიროების შემთხვევაში, გადამუშავებული სტატიების გამოქვეყნების თაობაზე სარედაქციო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

3 დღე