ავტორთათვის

სამეცნიერო ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერა“ სტატიების შესრულების,  გაფორმების და წარმოდგენის სტანდარტი

 

სამეცნიერო ჟურნალის მიზანია ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სო­ცია­ლუ­რი და საინჟინრო მეცნიერებების ყველა დარგში მოღვაწე  აკადემიური/მოწვეული პერ­სო­ნა­ლის, დოქ­ტორის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის, დოქ­­ტო­რან­ტის,  მაგისტრის მიღწევების პოპულარიზაცია.

სტატიის  მიღების წინაპირობა: ავტორი უნდა იყოს დოქტორი/მასთან გათა­ნა­ბ­რე­ბუ­ლი აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტი ან მაგისტრი. ჟურნალში სტატიის დასაბეჭდად რეგისტრაციია უნდა გაიაროთ ელექტრონულად https://forms.gle/Bi32gqLrhLMsbj3g7 , სტატიაში დაცული უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყაროს დამოწმების სტილი და სტატიის წარმოდგენის წესი. სარედაქციო კოლეგია განიხილავს ნაშრომს, რომელიც გაფორმებულია „სამეცნიერო ჟურნალში სტატიების შესრულების,  გაფორმების და წარმოდგენის წესის“ შესაბამისად. გამოსაქვეყნებელი სტატია გაგზავნილი უნდა იქნას ელექტრონული სახით მი­თი­თე­ბულ მისამართზე defenseandscience@eta.edu.ge

 

მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად

სტატიის აკრეფისას გამოიყენეთ მხოლოდ  Times New Roman ფონტი.

სტატიის წარმოდგენის წესი: სტატიის ენა - ინგლისური; ფურცლის ზომა A4; მინდორი: ყველა მხრიდან 2.5; გვერდების რაოდენობა - 8-15;

სტატიის ტექსტის ფორმატი:

სტატიის სახელწოდება - ცენტრში(Center), გამუქებული (Bold), შრიფტის ზომა -14, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

ავტორის სახელი, გვარი - ცენტრში, გამუქებული, (Bold), შრიფტის ზომა 12,  შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;  

ავტორის/ავტორების: ორგანიზაცია/ სასწავლო დაწესებულება - ცენტრში, შრიფ­ტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

ავტორის/ავტორების: აფილირება/თანამდებობა/მაგისტრანტი/დოქტორანტი -  ცენ­ტ­რში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

ავტორის/ავტორების: სამეცნიერო წოდება და ხარისხი - ცენტრში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

აბსტრაქტის შესრულების წესი:

აბსტრაქტი - ცენტრში, გამუქებული, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

აბსტრაქტის ტექსტი - გათანაბრებული (justify/ Ctrl+J), შრიფტის ზომა 10; სტრი­ქო­ნებს შორის მანძილი-1, აბზაცებს  შორის მანძილი-0 (Paragraph, After 0), აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს  თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. თითოეული აბზაცის პირ­ვე­ლი სტრიქონი უნდა იყოს შეწეული (5  პოზიციით). აბსტრაქტის ტექსტის მოცულობა უნ­და იყოს 200-300 სიტყვა. შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

საკვანძო სიტყვები - (მინიმუმ 5 სიტყვა/სიტყვათა კომბინაცია), შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;

სტა­ტი­ის ტექსტი - გათანაბრებული (Justify/Ctrl+J), შრიფტის ზომა 12; სტრიქონებს შორის მანძილი -1,5; აბზაცებს  შორის მანძილი - 0 (Paragraph, After 0).  აბზაცის ყველა ხა­ზი უნდა იყოს  თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. თითოეული აბზაცის პირ­ვე­ლი სტრიქონი უნდა იყოს შეწეული (5  პოზიციით).

გამოყენებული ლიტერატურა უნდა განთავსდეს ახალ გვერდზე, ცენტრში, გამუქებული, შრიფტის ზომა - 12.

სტატიის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

შესავალი - თემის არეალი და მნიშვნელობა, ნაშრომის აქტუალობა, მკით­ხვე­ლის­თვის საკითხის გაცნობა, აღნიშნულ თემაზე ჩატარებული კვლევების ანა­ლი­ზი/­მი­მო­ხილვა და საკუთარი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.

ამ თავში განხილული უნდა იყოს თუ, რატომ არის მკითხველისთვის ნაშრომი ღირებული მეცნიერული კუთხით.

ძირითადი ნაწილი  მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას და მიღებულ შედეგებს;

დასკვნითი ნაწილი მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სა­მო­მავ­ლო პერსპექტივებს.

გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, ბიბლიოგრაფიაში აღნუსხული ლი­ტე­რა­ტუ­რა არ ინომრება და არ ინიშნება, ჩამონათვალი უნდა დალაგდეს ანბანური თან­მიმ­დევ­რო­ბით ავტორების გვარების (ასეთის არარსებობის შემთხვევაში), სათაურების მიხედვით. ბიბლიოგრაფიული მონაცემები არ ითარ­გ­მნება და წყარო მოწმდება დედნის ენაზე.

სქოლიო:

სქოლიო თავსდება სტატიის ტექსტში გვერდების ბოლოს. შესაძლებელია ჩანდეს როგორც სტატიის ტექსტში ციტირებული და პერიფრაზებული წყარო (ლიტერატურა, ნორმატიული მასალა, სასამართლო პრაქტიკა), რომელიც ინომრება ციფრებით (შრი­ფ­ტის ზომა-10), ასევე, ავტორისეული შენიშვნები (განმარტებები), აღინიშნება ფიფქით * და შესაბამისად, არ ინომრება.

წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. (ციტირებების მოსანიშნად ვიყენებთ არაბულ რიცხვებს, რეფერირების დასამატებლად წინადადების ბოლოს, სასვენი ნიშნის შემდეგ გავდივართ References მენიუში და ვაჭერთ Insert Footnote).

ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერტილი, მძიმე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალ­კეული სიტყვის ან ტერმინის  განმარტების მიზნით;

ცხრილები, დიაგრამები:

ნაშრომში ცხრილები, დიაგრამები და სხვა ვიზუალური მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს: ცენტრში, TIFF, PNG, JPEG-ფორმატებში, დასათაურება უნდა განთავსდეს ცრილის/დიაგრამის და სხვა, გამოსახულების ქვემოთ შრიფტის ზომა 8.

გაითვალისწინეთ:

  1. ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი ყველა სტატია გაივლის შემოწმებას პლაგიატის აღმომჩენ პროგრამაზე ,,turnitin”. ნაშრომი, ფასდება დადებითად თუ: მსგავსების კოეფიციენტი არ აღემატება 10 %-ს;
  2. ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი სტატია გაივლის ორეტაპიან ფარულ რე­ცენ­ზიას დარგის ექსპერტებთან. ექსპერტთა დასკვნებს შორის სხვაობის შემ­თ­ხვე­ვა­ში, სტატია შესაფასებლად გადაეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიები და­ი­ბეჭ­დე­ბა დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში. სტატიაში გამოთქმულ მო­საზ­რე­ბებზე პასუხისმგებელი იქნება სტატიის ავტორი/ავტორები.

 

 

                                                                                                                              sample

                                                                                                                   Title of the article

                                                                                                              Author's name, surname

                                                                                                 organization/ educational institution

                                                                                                    Affiliation/Position/Master/Ph.D

                                                                                                             Scientific title and quality

 

                                                                                                                             Abstract

Abstract text ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Keywords:

…………………………………………………………………………………………………

 

Introduction

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------[1] -----------------------* ---------------------------------

 

the main part

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------

Conclusion

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

--------------------------------------------- ------------------------ -------------------------------------------------------- ----------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------

 

A sample list of references

 

References

Peters, P. Life of CAD-Programs / R. Peters, S. Vinigar // CMS Magazin— 2017.—V. 121, № 3. — С. 2331;

Peter O'Donovan, DesignScape: Design with Interactive Layout Suggestions / Peter O'Donovan. — University of Toronto. —http://www.dgp.toronto.edu/~donovan/design;

Goodfellow, J. Deep learning / J. Goodfellow. — New York: DMK Press, 2017. — 652 с.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] Peters, P. Life of CAD-Programs / R. Peters, S. Vinigar // CMS Magazin— 2017.—V. 121, № 3. — С. 2331.

* One of the most important determinants of academic success is the ability to write.