ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
„თავდაცვა და მეცნიერება“ არის ჟურნალი, რომელიც ქვეყნდება სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ, ის ღიაა ყველა მეცნიერისთვის, მკვლევარისთვის და პრაქტიკოსისთვის, რომელიც დაინტერესებულია ეროვნული თავდაცვის საკითხებით, მათ შორის მისი სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებით, ურთიერთობებითა და დამოკიდებულებებით. ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ არის სრული ღია წვდომის, საერთაშორისო რეცენზირებადი გამოცემა. იგი მოწოდებულია გამოაქვეყნოს ორიგინალური ნაშრომები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც უსაფრთხოების მეცნიერებათა სფეროში, ისე სოციალური, ჰუმანიტარული და თუნდაც ტექნიკური მეცნიერებების დარგში (თუ ისინი ასახავენ ჟურნალის მისიას).
სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება უფასოა, ხოლო ტექსტის განხილვასთან და მის რედაქტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას.
ჟურნალის მიზნები, მისია და კონცეფცია:
ჟურნალის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი ნაშრომები; აკადემიური საზოგადოების გაძლიერება სამეცნიერო განვითარებაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია, თეორიული და ემპირიული კვლევის შედეგების წარმოდგენა ეროვნული თავდაცვის შესახებ, როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო განზომილებაში.
ჟურნალი მიმართულია ხელი შეუწყოს თავდაცვის სფეროს თეორეტიკოსებს და პრაქტიკოსებს, მეცნიერებს, მათ შორის სამხედრო და სპეციალური საჯარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესისა და თავდაცვის ინდუსტრიის სამოქალაქო საზოგადოების (თავდაცვის და გასამხედროებული ორგანიზაციების) წარმომადგენლებს.
ჟურნალის კოცეფციაა წარმოვაჩინოთ მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომები და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ისინი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისთვის.
ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერება” მისიაა შექმნას ურთიერთანამშრომლობის პირობები სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოებების ფართო სპექტრისთვის: ცოდნის, კვლევის შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება; სამხედრო მეცნიერების განვითარება და სამოქალაქო საზოგადოებაში მისი ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა.
ჟურნალის ამოცანებია: მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზებში განთავსება, მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება და ჟურნალის პოპულარიზაცია.
ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.
პერიოდულობა: ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება” გამოიცემა წელიწადში ერთხელ, ინგლისურ ენაზე.
სტატიები გამოქვეყნებულია ელექტრონული და ბეჭდური ვერსიით.
სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება უფასოა, ხოლო ტექსტის განხილვასთან და მის რედაქტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას.