ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ არის რეფერირებადი და რეცენზირებადი ღია წვდომის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი (შემდგომში ჟურნალი), რომელიც ქვეყნდება ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ. ჟურნალში გამოაქვეყნებულ რეფერირებად და რეცენზირებულ სტატიებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა სოციალური, ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები და ა.შ. ჟურნალი არის ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო, თავისი აუდიენციისა და ავტორებისათვის. „თავდაცვისა და მეცნიერების“ ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და სანდო სამეცნიერო კვლევებს, ასევე მათ გავრცელებას სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების დაცვით.
ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი ელექტრონული (E-ISSN )და ბეჭდვითი სახით (ISSN) პერიოდული გამოცემებისათვის.
ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისათვის მინიჭებული აქვს უნუკალური კოდი DOI (Digital Object Identifier – ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი).
ჟურნალს „თავდაცვა და მეცნიერებას“ მინიჭებული აქვს ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალის ინდექსი (ESJI).
ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.
სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება უფასოა. ტექსტის განხილვასთან და მის რედაქტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას.