ჟურნალის შესახებ

ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ არის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი, ღია წვდომის  სამეცნიერო ჟურნალი (შემდგომში ჟურნალი), რომელიც ქვეყნდება ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ. ჟურნალში გამოაქვეყნებულ რეფერირებად და რეცენზირებულ სტატიებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა სოციალური, ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები და ა.შ. ჟურნალი წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ და საერთაშორისო გამოცემას, რომელიც განკუთვნილია თავისი სამეცნიერო აუდიენციისა და ავტორებისათვის. „თავდაცვისა და მეცნიერების“ ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და სანდო სამეცნიერო კვლევებს, ასევე მათ გავრცელებას სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების დაცვით.   

ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომრები, როგორც ელექტრონული (E-ISSN), ისე ბეჭდვითი (ISSN) გამოცემებისთვის.

ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისათვის მინიჭებული აქვს უნუკალური კოდი  DOI (Digital Object Identifier – ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი).

ჟურნალს „თავდაცვა და მეცნიერებას“  მინიჭებული აქვს  ევრაზიის სამეცნიერო ჟურნალის ინდექსი (ESJI).

ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.

სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება უფასოა. ტექსტის განხილვა და რედაქტირება სრულად ფინანსდება სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ.