ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
სამეცნიერო ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერა“ სტატიების შესრულების, გაფორმების და წარმოდგენის სტანდარტი
სამეცნიერო ჟურნალის მიზანია ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური და საინჟინრო მეცნიერებების ყველა დარგში მოღვაწე აკადემიური/მოწვეული პერსონალის, დოქტორის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის, დოქტორანტის, მაგისტრის მიღწევების პოპულარიზაცია.
სტატიის მიღების წინაპირობა: ავტორი უნდა იყოს დოქტორი/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დოქტორანტი ან მაგისტრი. ჟურნალში სტატიის დასაბეჭდად რეგისტრაციია უნდა გაიაროთ ელექტრონულად https://forms.gle/Bi32gqLrhLMsbj3g7 , სტატიაში დაცული უნდა იყოს გამოყენებული წყაროს დამოწმების სტილი და სტატიის წარმოდგენის წესი. სარედაქციო კოლეგია განიხილავს ნაშრომს, რომელიც გაფორმებულია „სამეცნიერო ჟურნალში სტატიების შესრულების, გაფორმების და წარმოდგენის წესის“ შესაბამისად. გამოსაქვეყნებელი სტატია გაგზავნილი უნდა იქნას ელექტრონული სახით მითითებულ მისამართზე defenseandscience@eta.edu.ge
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად
სტატიის აკრეფისას გამოიყენეთ მხოლოდ Times New Roman ფონტი.
სტატიის წარმოდგენის წესი: სტატიის ენა - ინგლისური; ფურცლის ზომა A4; მინდორი: ყველა მხრიდან 2.5; გვერდების რაოდენობა - 8-15;
სტატიის ტექსტის ფორმატი:
სტატიის სახელწოდება - ცენტრში(Center), გამუქებული (Bold), შრიფტის ზომა -14, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
ავტორის სახელი, გვარი - ცენტრში, გამუქებული, (Bold), შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
ავტორის/ავტორების: ორგანიზაცია/ სასწავლო დაწესებულება - ცენტრში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
ავტორის/ავტორების: აფილირება/თანამდებობა/მაგისტრანტი/დოქტორანტი - ცენტრში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
ავტორის/ავტორების: სამეცნიერო წოდება და ხარისხი - ცენტრში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
აბსტრაქტის შესრულების წესი:
აბსტრაქტი - ცენტრში, გამუქებული, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
აბსტრაქტის ტექსტი - გათანაბრებული (justify/ Ctrl+J), შრიფტის ზომა 10; სტრიქონებს შორის მანძილი-1, აბზაცებს შორის მანძილი-0 (Paragraph, After 0), აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. თითოეული აბზაცის პირველი სტრიქონი უნდა იყოს შეწეული (5 პოზიციით). აბსტრაქტის ტექსტის მოცულობა უნდა იყოს 200-300 სიტყვა. შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
საკვანძო სიტყვები - (მინიმუმ 5 სიტყვა/სიტყვათა კომბინაცია), შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
სტატიის ტექსტი - გათანაბრებული (Justify/Ctrl+J), შრიფტის ზომა 12; სტრიქონებს შორის მანძილი -1,5; აბზაცებს შორის მანძილი - 0 (Paragraph, After 0). აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. თითოეული აბზაცის პირველი სტრიქონი უნდა იყოს შეწეული (5 პოზიციით).
გამოყენებული ლიტერატურა უნდა განთავსდეს ახალ გვერდზე, ცენტრში, გამუქებული, შრიფტის ზომა - 12.
სტატიის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
შესავალი - თემის არეალი და მნიშვნელობა, ნაშრომის აქტუალობა, მკითხველისთვის საკითხის გაცნობა, აღნიშნულ თემაზე ჩატარებული კვლევების ანალიზი/მიმოხილვა და საკუთარი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.
ამ თავში განხილული უნდა იყოს თუ, რატომ არის მკითხველისთვის ნაშრომი ღირებული მეცნიერული კუთხით.
ძირითადი ნაწილი მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას და მიღებულ შედეგებს;
დასკვნითი ნაწილი მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, ბიბლიოგრაფიაში აღნუსხული ლიტერატურა არ ინომრება და არ ინიშნება, ჩამონათვალი უნდა დალაგდეს ანბანური თანმიმდევრობით ავტორების გვარების (ასეთის არარსებობის შემთხვევაში), სათაურების მიხედვით. ბიბლიოგრაფიული მონაცემები არ ითარგმნება და წყარო მოწმდება დედნის ენაზე.
სქოლიო:
სქოლიო თავსდება სტატიის ტექსტში გვერდების ბოლოს. შესაძლებელია ჩანდეს როგორც სტატიის ტექსტში ციტირებული და პერიფრაზებული წყარო (ლიტერატურა, ნორმატიული მასალა, სასამართლო პრაქტიკა), რომელიც ინომრება ციფრებით (შრიფტის ზომა-10), ასევე, ავტორისეული შენიშვნები (განმარტებები), აღინიშნება ფიფქით * და შესაბამისად, არ ინომრება.
წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. (ციტირებების მოსანიშნად ვიყენებთ არაბულ რიცხვებს, რეფერირების დასამატებლად წინადადების ბოლოს, სასვენი ნიშნის შემდეგ გავდივართ References მენიუში და ვაჭერთ Insert Footnote).
ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერტილი, მძიმე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტების მიზნით;
ცხრილები, დიაგრამები:
ნაშრომში ცხრილები, დიაგრამები და სხვა ვიზუალური მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს: ცენტრში, TIFF, PNG, JPEG-ფორმატებში, დასათაურება უნდა განთავსდეს ცრილის/დიაგრამის და სხვა, გამოსახულების ქვემოთ შრიფტის ზომა 8.
გაითვალისწინეთ:
sample
Title of the article
Author's name, surname
organization/ educational institution
Affiliation/Position/Master/Ph.D
Scientific title and quality
Abstract
Abstract text ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Keywords:
…………………………………………………………………………………………………
Introduction
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------[1] -----------------------* ---------------------------------
the main part
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------
Conclusion
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.
--------------------------------------------- ------------------------ -------------------------------------------------------- ----------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------
A sample list of references
References
Peters, P. Life of CAD-Programs / R. Peters, S. Vinigar // CMS Magazin— 2017.—V. 121, № 3. — С. 2331;
Peter O'Donovan, DesignScape: Design with Interactive Layout Suggestions / Peter O'Donovan. — University of Toronto. —http://www.dgp.toronto.edu/~donovan/design;
Goodfellow, J. Deep learning / J. Goodfellow. — New York: DMK Press, 2017. — 652 с.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
[1] Peters, P. Life of CAD-Programs / R. Peters, S. Vinigar // CMS Magazin— 2017.—V. 121, № 3. — С. 2331.
* One of the most important determinants of academic success is the ability to write.