საავტორო უფლებები

ღია წვდომის პოლიტიკა

ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ არის ღია წვდომის ჟურნალი, რაც ნიშნავს, რომ ყველა სტატიის შინაარსი თავისუფლად არის ხელმისაწვდომი გამოქვეყნებისთანავე, როგორც მკითხველისთვის, ასევე დაწესებულებისთვის. მკითხველებს უფლება აქვთ წაიკითხონ, ჩამოტვირთონ, დააკოპირონ, გაავრცელონ, დაბეჭდონ და მოძებნონ ამ ჟურნალის სტატიების სრული ტექსტები გამომცემლის ან ავტორისგან, წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე. ეს შეესაბამება ღია წვდომის (BOAI) განმარტებას.

 

საავტორო უფლებები

ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს;

ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons[1] ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით; ეს ლიცენზია იძლევა მისი შემდგომი გამოყენების უფლებას ავტორისა და ორიგინალური გამომცემლის მითითებით;

CC BY  ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს,  მოახდინოს ჟურნალის  ან მის რომელიმე ნაწილის ადაპტირება, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ნებისმიერი ცვლილებების  შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები.

CC BY ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას ჟურნალისათვის.

ავტორი ინარჩუნებს  საავტორო უფლებებს ტექსტზე და  ჟურნალს უტოვებს პირველადი გამოცემის შესაძლებლობას.

ავტორს შეუძლია ჟურნალის გამოქვეყნებული ვერსიის არაექსკლუზიური გავრცელება მაგალითად, ნებისმიერ ინსტიტუციურ საცავში განთავსება  ან წიგნში გამოქვეყნება, ორიგინალური გამოცემის წყაროს მითითებით.

კონფიდენციალურობის განცხადება

 ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერების“   ვებ-გვერდზე მოტანილი  სახელები და ელ.ფოსტის მისამართები გამოყენებული იქნება მხოლოდ  ჟურნალის  მიზნებისთვის.

 თვითდაარქივება:

ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატიის შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სტატიები ინახება მულტიდისციპლინური საგამომცემლო პლატფორმაზე Openjournals.ge. გარდა ამისა, თავად ავტორებს ურჩევენ დაარქივონ თავიანთი სტატიის საბოლოო PDF ვერსია ღია ელექტრონულ არქივებში, იმ პირობით, რომ წყაროს ინფორმაცია (ჟურნალის სათაური, წელი, ნომერი და ვებ მისამართი) არის გათვალისწინებული.

 დაარქივება:

  • ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომები ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის ფონდში „ივერიელი;“
  • ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატიის შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სტატიები ინახება ღია ხელმისაწვდომობის მულტიდისციპლინური საგამომცემლო პლატფორმაზე Openjournals.ge;
  • მთავარი რედაქტორი უზრუნველყოფს სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკის ვებ-გვედზე https://library.eta.edu.ge/#/home ჟურნალის შინაარსზე წვდომის ციფრულ შენახვას.  

 

[1] https://creativecommons.org/share-your-work/cclicenses/