ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
სამეცნიერო ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერება“ სარედაქციო პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებები
ა.საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ არის: საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც გამოიცემა წელიწადში ერთხელ, ინგლისურ ენაზე;
ბ. ჟურნალი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სამეცნიერო ნაშრომებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სოციალური, ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები და ა.შ.
გ. ჟურნალი წარმოადგენს ღია წვდომის გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაეცნონ, ჩამოტვირთონ, გადაიღონ ასლი, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოიძიონ ან ნაშრომების ტექსტზე მითითება გააკეთონ ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე, სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული Creative Commons ლიცენზიის პირობების შესაბამისად (იხ. საავტორო უფლებების საკითხი).
2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების ტიპები
ა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „თავდაცვა და მეცნიერება“ შეიძლება განთავსდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:
✓ აკადემიური ნაშრომი/სამეცნიერო სტატია;
3. ნაშრომის შესარჩევად პირდაპირ მიწოდების წესი
4. ნაშრომის შერჩევის წესი
ა. პლაგიატის არ არსებობის შემთხვევაში, ნაშრომების შერჩევას ახდენს მთავარი რედაქტორი და შემდეგ წარუდგენს სარედაქციო კოლეგიას, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ. ნაშრომი შეირჩევა მთავარი რედაქტორისა და სარედაქციო კოლეგიის მიერ ორმაგი ფარული რეცენზიის წესით.
5. ნაშრომების გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა
ა. შერჩეული ნაშრომების ავტორებს კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით defenseandscience@eta.edu.ge
6.სტატიის შინაარსობრივი სტანდარტები
ა. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებული საკითხის განვრცობას ან ახალი საკითხის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
ბ. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლია უნდა იყოს სრულად დაცული.
7. სტატიების გამოქვეყნების ღირებულება
ჟურნალში “თავდაცვა და მაეცნიერება“ სტატიების ავტორებს გამოქვეყნებისათვის არ მოეთხოვებათ რაიმე სახის გადასახადი.
ტექსტის განხილვასთან და მის რედაქტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას.
8. არქივის პოლიტიკა
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატიის შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სტატიები ინახება მულტიდისციპლინური საგამომცემლო პლატფორმაზე Openjournals.ge. გარდა ამისა, თავად ავტორებს ურჩევენ დაარქივონ თავიანთი სტატიის საბოლოო PDF ვერსია, ღია ელექტრონულ არქივებში.
რედაქტორი უზრუნველყოფს სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკის ვებ-გვედზე library.eta.edu.ge, ჟურნალის შინაარსზე წვდომის ციფრულ შენახვას.