ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
თავდაცვა და მეცნიერება არის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ქვეყნდება ინგლისურ ენაზე სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ. ის მოწოდებულია გამოაქვეყნოს რეცენზირებული სტატიები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა სოციალური, ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებები და ა.შ. ჟურნალი არის ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო თავისი აუდიენციისა და ავტორებისათვის. თავდაცვისა და მეცნიერების ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს მრავალფეროვან და სანდო სამეცნიერო კვლევას და მის გავრცელებას სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების დაცვით.
ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისთვის მიენიჭება უნიკალური კოდი DOI (Digital Object Identifier – ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი).
ჟურნალში გამოქვეყნება უფასოა.