ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
საგამომცემლო საქმეში ჩართული ყველა სუბიექტისათვის აუცილებელია ეთიკურ ნორმებზე შეთანხმება. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს. საგამომცემლო ეთიკა სრულად იზიარებს გამოცემების ეთიკის კომისიის (COPE - Committee on Publication Ethics) საგამომცემლო პრინციპებსა და პრაქტიკას, რომელიც ეფუძნება საგამომცემლო ეთიკის კომისიის მიერ არსებული პრინციპების სრულ დაცვას. https://publicationethics.org/).
ჟურნალში შემოსული სტატიები უნდა იყოს ორიგინალური და გამოუქვეყნებელი, არ უნდა იყოს შეფასების ერთდროულად პროცესში, ან რაიმე სხვა პუბლიკაციასთან სარედაქციო ვალდებულებებით.
ზოგადი
3.საგამომცემლო ეთიკა შექმნილია სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით;
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია - იღებენ გადაწყვეტილებას ჟურნალში გამოსაქვეყნებელ სტატიებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების მიღებაში მათ ეხმარებიან რეცენზენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ყველა პირობა, რათა სტატიის რეცენზირების პროცესი წარიმართოს ობიექტურად, კარგად ჩამოყალიბებული პროტოკოლის მიხედვით, ყველა მოქმედი სამეცნიერო რეგლამენტისა და პრინციპების დაცვით.
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია ერთად უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ყველა გამოქვეყნებული მასალა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ეთიკურ მითითებებს.
მთავარი რედაქტორის და სარედაქციო კოლეგიის მოვალეობები
კეთილსინდისიერება
მთავარმა რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიამ თავისი საქმიანობა უნდა შეასრულოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად, რაც მომხმარებელს უჩენს ნდობას და წარმოადგენს ჟურნალის მთავარ ღირებულებას;
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები მიუღებლად მიიჩნევენ აკადემიური კეთილსინდისიერების ნებისმიერ დარღვევას და უარს აცხადებენ ამგვარი დარღვევების ნიშნების არსებობას, ნებისმიერ ნაშრომში.
სამართლიანობა
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია გამოქვეყნების საკითხს წყვეტს ნაშრომის სამეცნიერო და ინტელექტუალური ღირებულების გათვალისწინებით და არა ავტორის თანამდებობის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის და პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე;
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია უზრუნველყოფენ მოწოდებული ნაშრომის შენახვას და დაცვას მათ გამოქვეყნებამდე.
კონფიდენციალურობა
მთავარმა რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიამ უნდა უზრუნველყოს კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა სტატიასა და იმ კომუნიკაციაზე, რაც მასსა და ავტორს შორის მიმდინარეობს. შესაძლებელია მხოლოდ გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროება;
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია ვალდებულნი არიან წარმოდგენილი ნაშრომის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არ მიაწოდონ სხვა, გარეშე პირებს. სტატის ავტორ(ებ)ს ეცნობება მხოლოდ რეცენზენტ(ებ)ის დასკვნა და საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნები გასასწორებლად. რეცენზენტ(ებ)ის ვინაობა რჩება კონფიდენციალურად.
ავტორების ტელეფონები და ელექტრონული ფოსტის მისამართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ჟურნალის მიზნებისათვის და არა სხვა მიზნებით, ან სხვა მხარის მიერ.
ინტერესთა კონფლიქტი
განსახილველად წარმოდგენილი გამოუქვეყნებელი მასალები არ უნდა იქნეს გამოყენებული გამომცემლის საკუთარ კვლევაში, ავტორ(ებ)ის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია აფასებს წარმოდგენილ ხელნაწერებს მათი სამეცნიერო შინაარსის მიხედვით, ავტორების ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, მოქალაქეობის, რელიგიური მრწამსის ან პოლიტიკური ფილოსოფიის მიუხედავად.
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები იღებენ ვალდებულებას, არ გამოიყენონ ავტორის იდეები და კვლევის შედეგები პირადი სარგებლობისთვის.
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია თავს იკავებენ ნაშრომებისაგან განხილვისგან, რომლებშიც მათ აქვთ ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია კონკურენტული, თანამშრომლობითი ან სხვა ურთიერთობებით/კავშირებით რომელიმე ავტორთან, კომპანიებთან ან დაწესებულებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ნაშრომებთან; ამის ნაცვლად, ისინი სარედაქციო კოლეგიის სხვა წევრს სთხოვენ ხელნაწერის დამუშავებას.
საგამომცემლო გადაწყვეტილებები
ჟურნალის მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან ერთდ პასუხისმგებელია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება წარმოდგენილი სტატიების გამოქვეყნების შესახებ. მთავარმა რედაქტორმა უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებით და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, რომ არ ჰქონდეს ადგილი ცილისწამებას, საავტორო უფლებების დარღვევას და პლაგიატობის ბრალდებებს.
მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია უზრუნველყოფს, რომ ყველა წარდგენილი ხელნაწერი, რომელიც განიხილება გამოსაცემად, გაივლის რეცენზირებას მინიმუმ ორი რეცენზენტის მიერ, რომლებიც ამ დარგის ექსპერტები არიან.
მთავარი რედაქტორი ავტორს უგზავნის რეცენზენტის კომენტარებს და შენიშვნებს, რეცენზენტის ვინაობის გამჟღავნების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან კონსულტაციის შემდგომ წარმოადგენს ჩამოყალიბებულ და არგუმენტირებულ მტკიცებულებებს ნაშრომის შინაარსთან და მის სამეცნიერო ღირებულებებთან დაკავშირებით;
სტატიაში სერიოზული შეცდომების აღმოჩენის შემთხვევას მოჰყვება დაუყოვნებელი რეაგირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტატიის ამოღება ჟურნალიდან.
იმ შემთხვევაში, თუ რედაქტორს ან სარედაქციო კოლეგიის წევრებს ეჭვი ეპარებათ ჟურნალში წარდგენილი ხელნაწერის ავთენტურობაში ან ეთიკურ სისწორეში, მისი გამოქვეყნება უნდა გადაიდოს, ასეთი ეჭვების აღმოფხვრამდე.
მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან შეთანხმებით დაუყოვნებლივ უპასუხებს გამოქვეყნების პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული მხარის (მათ შორის ავტორებს და რეცენზენტებს) შეცდომებს ან არასწორ ქმედებებს. ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო შეცდომებიდან სერიოზულ დარღვევამდე. ასეთ სიტუაციებთან გამკლავების მიზნით, მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიასთან ერთად იყენებენ, პუბლიკაციების ეთიკის კომისიის (COPE) მიერ გამოქვეყნებულ მითითებებს.
სარედაქციო კოლეგიის წევრების ნაშრომებმა უნდა გაიარონ რეცენზირების სტანდარტული პროცედურა, მსგავსად სხვა ავტორებისა. სარედაქციო კოლეგიის წევრები არ მონაწილეობენ საკუთარი ხელნაწერების შეფასებაში.
სარედაქციო კოლეგია იცავს რეცენზენტების ანონიმურობას.
ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომ(ებ)ში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაუკავშირდეს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას ელექტრონული ფოსტით: defenseandscience@eta.edu.ge და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. სარედაქციო კოლეგია ვალდებულია გონივრულ ვადაში განიხილოს ყველა ასეთი განცხადება და აცნობოს განმცხადებელს დასაბუთებული პასუხი. ავტორ(ებ)ს ეძლევა შესაძლებლობა წარმოადგინონ განაცხადის საკუთარი განმარტება. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში რედაქცია იღებს გადაწყვეტილებას პასუხზე.
რეცენზენტის მოვალეობები
ავტორის მოვალეობები
პლაგიატის პრევენცია
ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა გულისხმობს კვლევითი ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების აღიარებასა და დაცვას; სარედაქციო ჯგუფი ყოველ გადმოგზავნილ სტატიას ამოწმებს ანტიპლაგიატის პროგრამაში და უქვემდებარებს ფარული რეცენზირების წესებს.
პლაგიატის აკრძალვა
ა. დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება;
ბ. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალური პროგრამაში Turnitin;
გ, პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა;
დ. პროგრამის მიერ 10%-ზე მეტი ზუსტი დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ელ.ფოსტის საშუალებით defenseandscience@eta.edu.ge ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების და შესწორების წარმოდგენა, რისთვისაც განისაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე; თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.
სხვა დებულებები
თვითარქივირება
ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ უფლებას აძლევს ავტორებს შეინახონ თავიანთი ნამუშევრები საცავებში ან მის ვებსაიტზე იმ ნომრის პრეზენტაციის შემდეგ, რომელშიც გამოქვეყნდა მათი ნაშრომი, რათა მოხდეს მისი ფართო გავრცელება.
დაარქივება
სტატიების დამუშავების საფასური
ჟურნალის ყველა ხარჯს ფარავს სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.