ISSN 2720-8710
E-ISSN 2960-9658
ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება“ არის სრულიად ღია წვდომის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ქვეყნდება სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ. ის ღიაა ყველა მეცნიერისთვის, მკვლევარისთვის და პრაქტიკოსისთვის, ვინც დაინტერესებულია ეროვნული თავდაცვის საკითხებით, მათ შორის მისი სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებით, ურთიერთობებითა და დამოკიდებულებებით. ის აქვეყნებს ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, როგორც უსაფრთხოების მეცნიერებათა სფეროში, ისე სოციალური, ჰუმანიტარული და ტექნიკური მეცნიერებების დარგში (თუ ისინი პასუხობენ ჟურნალის მისიას).
ჟურნალის მიზნები, მისია და კონცეფცია:
აკადემიის მისიის შესაბამისად, ჟურნალის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შეთავაზოს კონკურენტუნარიანი ნაშრომები; აკადემიური საზოგადოების გაძლიერება სამეცნიერო განვითარებაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია, თეორიული და ემპირიული კვლევის შედეგების წარმოდგენა ეროვნული თავდაცვის შესახებ, როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო სფეროში.
ჟურნალი ხელს უწყობს თავდაცვის სფეროს თეორეტიკოსებს და პრაქტიკოსებს, მეცნიერებს, მათ შორის სამხედრო და სპეციალური საჯარო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესისა და თავდაცვის ინდუსტრიის სამოქალაქო საზოგადოების (თავდაცვის და გასამხედროებული ორგანიზაციების) წარმომადგენლებს, რათა მეცნიერების განვითარებაში შეიტანონ თავიანთი წვლილი.
ჟურნალის კონცეფციაა წარმოაჩინოს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომები და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს ისინი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ჟურნალის „თავდაცვა და მეცნიერება” მისიაა შექმნას ურთიერთანამშრომლობის პირობები სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოებების ფართო სპექტრისთვის: ცოდნის, კვლევის შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება; სამხედრო მეცნიერების განვითარება და სამოქალაქო საზოგადოებაში მისი ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა.
ჟურნალის ამოცანებია: მაღალრეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზებში განთავსება, მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება და ჟურნალის პოპულარიზაცია.
პერიოდულობა: ჟურნალი „თავდაცვა და მეცნიერება” გამოიცემა წელიწადში ერთხელ, ინგლისურ ენაზე.
სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება უფასოა. ტექსტის განხილვასთან და მის რედაქტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას.
სტატიები ქვეყნდება ელექტრონული და ბეჭდური ვერსიით.